суббота, 3 апреля 2010 г.

საკვები დანამატები


1პროექტის სახელი: საკვები დანამატები.
2. პროექტის მიზანი: საკვები დანამატების გაცნობა. მათი სასარგებლო და მავნე თვისებების შესწავლა და გამოყენება საკვები პროდუქტების შერჩევისას.
3. პროექტის სრული აღწერა: მოსწავლეები გაეცნობიან საკვებ პროდუქტებში გამოყენებულ დანამატებს, მოიძიებენ მასალებს ადამიანის ჯანმრთელობაზე მათი გავლენის შესახებ, ჩაატარებენ კვლევას მოსახლეობაში იმის შესახებ, თუ რამდენად არიან ისინი ინფორმირებულნი საკვები დანამატების შესახებ; გამოუშვებენ კედლის გაზეთს, საინფორმაციო ბუკლეტებს, სადაც გამოქვეყნებული იქნება მავნე საკვები დანამატების შემცველი საკვები პროდუქტების ეტიკეტები. მოპოვებულ ინფორმაციას გაავრცელებენ თანატოლებში და მოსახლეობაში.
4. მონაწილეთა ასაკი: 16-17 წელი.
5. ვადები / ხანგრძლივობა: 3 თვე
6. პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: მოსწავლეებს დავყოფ 3-4 კაციან ჯგუფებად, მივცემ დავალებებს. სხვადასხვა ჯგუფი შეისწავლის სხვადასხვა საკვებ დანამატს, შემდეგ კი მოხდება მიღებული ინფორმაციის განზოგადება. მიიღებენ კონსულტაციებს მედიცინის მუშაკებისგან.
7. მოსალოდნელი შედეგები / პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: მოსწავლეებს უმუშავდებათ კვლევის, ჯგუფური მუშაობის უნარი. საკვები პროდუქტების შეძენისას იქნებიან დაკვირვებულნი, ეცდებიან შეარჩიონ ისეთი პროდუქტები, რომლებიც არ შეიცავენ ჯანმრთელობისათვის მავნე საკვებ დანამატებს. ახლობლებს და ოჯახის წევრებს გაუზიარებენ საკუთარ ცოდნას.
8. სარგებელი სხვებისთვის: მიღებული ინფორმაციის წყალობით ადამიანები შეძლებენ მიიღონ ისეთი საკვები, რომელიც ჯანმრთელობისათვის სახიფათო არ იქნება.
9. სამუშაო ენა: ქართული.
10. მონაწილეები სხვა სკოლებიდან -
11. საგნებთან / საგნობრივ ჯგუფებთან / ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ისტ, ბიოლოგია.
12. პროექტის ფასილიტატორი: მ. ბერუაშვილი.
13. ფასილიტატორის ელ-ფოსტა:
mzia.beruashvili@gmail.com
ჩემი პორტფოლიო: